Thursday, July 12, 2012

1. პროექტის სახელწოდება: ქართული ყველი
2. პროექტის მთავარი იდეა:  მოსწავლეები შეისწავლიან  ქართული ყველის წარმოებას.  გამოიკვლევენ  ყველის  წარმოშობის ისტორიას,. გაიგებენ საქართველოს რომელ კუთხეში როგორ  ყველს ამზადებენ,რა ნივთიერებაა საჭირო ყველის დასამზადებლად. გაესაუბრებიან უფროსი თაობის წარმომადგენლებს, თუ როგორ იღებენ საოჯახო პირობებში ნივთიერებას,რომელიც ყველის დასამზადებლადა საჭირო. კვლევას ჩაატარებენ თავიანთ კუთხეში(სოფელში ),თვითონ მიიღებენ მონაწილეობას ყველის დამზადების პროცესში,გაზომავენ და ჩაინიშნავენ რძის ტემპერატურას და დააკვირდებიან პროცესის სხვადასხვა თავისებურებებს და ა.შ.  მათემატიკურად გამოიკვლევენ ყველის ზომას,წონას , გეომეტრიულად კი მოყვანილობას.   შეეჯიბრებიან  ერთმანეთს და შეფასდება არა მხოლოდ ნამზადი - ყველი, არამედ მომზადების პროცესი, რამდენად იქნება დაცული ჰიგიენა და ტექნოლოგია,რამდენად ორიგინალურად იქნება გადმოცემული თეორიული ცოდნა. შექმნიან ქართული  ყველის დამზადების ტექნოლო-  გიის  ელექტრონულ  გვერდს. ინტერნეტში განათავსებენ მოძიებულ ინფორმაციას , შეგროვებულ ფოტომასალას, სურათებს საქართველოს იმ კუთხეების გამოსახულებით, რომელშიც აწარმოებენ კონკრეტული სახეობის ყველს.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს განუვითარდება სოციალური უნარები,მოიძიებენ და ისწავლიან  ყველის დამზადების ტექნოლოგიას, გაეცნობიან ქართული ყველის ნაირსახეობას.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებს განუვითაროთ ინფორმაციის მოძიების,  კვლევა-ძიების , პრეზენტაციის-სხვათა წინაშე წარსდგენის უნარები.
5. მონაწილის ასაკი: 11-16 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა: 3-4 თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ქართული ყველის დამზადების ტექნოლოგიის ელექტრონული ვერსია, დაამზადებენ  სხვადასხვა სახის  ყველს, მოსწავლეები გაიღრმავებენ კულინარულ ცოდნას და უნარებს. გაიღრმავებენ კომპიუტერთან მუშაობას,  შედგება საინტერესო- შემეცნებითი პრეზენტაციები.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: დაფა,მარკერები, პროექტორი, ინტერ- ნეტი,სატრანსპორტო საშუალებანი,რვეული ჩანაწერებისათვის,საწერი საშულება.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  კვლევა, დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალებზე,პრაქტიკული მუშაობა, ნამუშევრების განთავსება ბლოგში , რეცეპტების წიგნის ელ.ვერსიის შექმნა.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში - ისტორიაში (შეისწავლიან საქართველოს კუთხეებს),გეოგრაფიაში (შეისწავლიან სხვა და სხვა კუთხეების გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას).მათემატიკაში ( გაიღრმავებენ ცოდნას ალგებრასა და გეომეტრიაში) , ბიოლოგიაში , ქიმიაში. საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში (ინტერნეტში ყველზე  მასალების მოძიებით, დამუშავებით, პრეზენტაციების მომზადებით, ვებ-გალერეაში სურათების ატვირთვით) და სხვა.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნანა ფირცხალავა
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: pirtskhalavanana@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: pirtskhalavanana.blogspot.com